“საპენსიო სააგენტოს ჯამური დანაზოგი 4 300 000 000 ლარს შეადგენს” - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჭიჭინაძე წლის შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრობს. მისი თქმით, საპენსიო ფონდში სააგენტომ შენატანების სახით 3 460 000 000 ლარი შეიტანა.
ჭიჭინაძის ინფორმაციით, სააგენტო სქემაში სულ 1 297 000 მონაწილეა რეგისტრირებული, საიდანაც 118 000 ადამიანი და 12 260 კომპანია წელს დარეგისტრირდა.
“სააგენტომ 2019 წლიდან 6 900 პირზე გასცა 20 მლნ ლარის ოდენობის პენსია, საიდანაც 2023 წელს 3 535 მონაწილეზე - 13 მლნ ლარი. შესაბამისად, საპენსიო სააგენტო აგრძელებს მონაწილეთა ინტერესებით დაცვის მათ მომსახურებას და 2024 წლიდან საზოგადოების ინფორმირების აქტიურ რეჟიმში გადადის”, - ამბობს გიორგი ჭიჭინაძე.
შემაჯამებელ შეხვედრაზე 2024 წლის 3 იანვრიდან მოსალოდნელ ცვლილებებზეც ისაუბრეს, რომლის თანახმადაც იმ მონაწილეთა აქტივები, რომლებსაც სასურველი საინვესტიციო პორტფელის შესახებ არჩევანი არ გაუკეთებიათ, ავტომატურად გადანაწილდებიან დაბალრისკიან, ანუ კონსერვატიულ, პორტფელში. ამასთანავე, მონაწილეებს 2024 წლის 3 იანვრიდან საპენსიო სქემის მონაწილეებს შეეძლებათ თავად აირჩიონ საინვესტიციო პორტფელი ვადის გარეშე.