მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? - საპენსიო სააგენტო 2023 წელს აჯამებს

საპენსიო სააგენტომ 2023 წლის შედეგები შეაჯამა. 2023 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია, სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობამ 1,476,780 შეადგინა, აქედან აქტიური სქემის მონაწილე 1,297,661 ადამიანია, ხოლო დამატებით 2023 წელს სქემას 118,044 მონაწილე შემოუერთდა. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ოფიცერი 2023 წლით კმაყოფილია, მისი თქმით, მიმდინარე წელი საინვესტიციო თვალსაზრისით ნაყოფიერი იყო.