მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა მანქანამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი 2023 წელს? - სტატისტიკა გაიზარდა

სარფი საზღვარი

2023 წელს საქართველოს საზღვარი 1 044 911-მა მსუბუქმა მანქანამ გადმოკვეთა, რაც წინა წლის (2022) სტატისტიკას აჭარბებს, როდესაც ქვეყანაში 818 748 მსუბუქი ავტომობილის შემოსვლა დაფიქსირდა.

სხვა სახის ტრანსპორტის შემოსვლის სტატისტიკა კი შემდეგნაირია: 2023 წელს საქართველოს საზღვარი 852 465-მა სატვირთომ, 33 620-მა ავტობუსმა და 6032-მა მოტოციკლმა გადმოკვეთა. აღნიშნული მაჩვენებლებიც 2022 წლისას აჭარბებს (758 874 - სატვირთო, 24 940 - ავტობუსი, 4 848 კი მოტოციკლი).

რაც შეეხება გასვლების სტატისტიკას, 2023 წელს შემდეგი სტატისტიკა დაფიქსირდა:

მსუბუქი - 1 110 182

სატვირთო - 850 586

ავტობუსი - 33 513

მოტოციკლი - 6152.

რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის დინამიკა, იგი 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, შემცირებულია. კერძოდ, 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში სამგზავრო შემადგენლობის 181 შემოსვლა და 180 გასვლა დაფიქსირდა. ხოლო სატვირთო შემადგენლობის 4663 შემოსვლა და 3812 გასვლა დაფიქსირდა. 2022 წელს კი სტატისტიკით, სამგზავროს 242 შემოსვლა და ამავე რაოდენობის გასვლა დაფიქსირდა, ხოლო სატვირთოს 5250 შემოსვლა და 4280 - გასვლა.

საზღვაო რეისების მოძრაობის დინამიკის სტატისტიკა კი 2023 წელს 2022 წელთან შედარებით თითქმის უცვლელია. გასულ წლის სტატისტიკით: ფოთის პორტში 1066 შემოსვლა, 1074 - გასვლა, ხოლო ბათუმის პორტში 612 შემოსვლა და 608 გასვლა დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები