მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა მოქალაქემ იყიდა 250-ლარიანი ულიმიტო მგზავრობის აბონემენტი?

61dd104950be6
თათია ჩაფიჩაძე
11.01.22 13:05
2308
თბილისის მერიას და "საქართველოს ბანკის" შვილობილ კომპანია „მს+“-ს, რომელიც ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას უზრუნველყოფს, გაყიდული სამგზავრო აბონემენტების სტატისტიკის სტრუქტურაზე ოდნავ განსხვავებული ინფორმაცია აქვთ.

საქმე ის არის, რომ თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის გაყიდული ბარათების ნახევარი ერთწლიან, ულიმიტო 250 ლარიან აბონემენტებზე მოდის.

„ეს მისასალმებელია და ევროპული სტანდარტია, როდესაც მგზავრები სარგებლობენ ულიმიტო სამგზავრო აბონიმენტით", - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ, თუმცა მერს რაოდენობა არ დაუსახელებია.

კომპანია „მს+“-ის მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული სტატისტიკიდან კი ირკვევა, რომ 5-დან 9 იანვრის ჩათვლით სულ 140 ბარათია გაყიდული.

ვადიანობის მიხედვით კი გადანაწილება ასეთია:

1 დღიანი აბონემენტი - 18
1 კვირიანი აბონემენტი - 9
1 თვიანი აბონემენტი - 36
3 თვიანი აბონემენტი - 10
6 თვიანი აბონემენტი - 21
1 წლიანი აბონემენტი - 46.

შეგახსენებთ, სამგზავრო აბონემენტების გაყიდვა 5 იანვარს დაიწყო, მაგრამ დროებით შეჩერდა. მიზეზი ბარათზე დატანილ წარწერაზე შეცდომა იყო - “საბაგიროს” ნაცვლად “საბაგარო” ეწერა. სამგზავრო ბარათების გაყიდვა გუშინ განახლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები