მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენმა საჯარო სკოლამ გაიარა ავტორიზაცია? - უარი ამ დრომდე არცერთს არ მიუღია

სკოლა

საქართველოში არსებული ყველა საჯარო სკოლის ავტორიზაცია 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა იყოს უზრუნველყოფილი. პროცესი 2023 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის 21 თებერვლის მდგომარეობით, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 466 საჯარო სკოლამ მოიპოვა ავტორიზაცია. შესაბამისი ინფორმაცია bm.ge-მ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან გამოითხოვა, რომელიც ავტორიზაციის პროცესს უზრუნველყოფს.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ bm.ge-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2025 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით, საბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება საჯარო სკოლის ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლის მიერ საავტორიზაციო განაცხადის ცენტრში წარდგენა დამოკიდებულია თავად დაწესებულების ნებასა და მზაობაზე, შესაბამისად, წლის განმავლობაში დაგეგმილი საავტორიზაციო საჯარო სკოლების რიცხვი ცვალებადია. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლის 1 იანვრამდე დაფუძნებულმა ყველა საჯარო სკოლამ ავტორიზაცია 2030-2031 სასწავლო წლამდე უნდა გაიაროს. ავტორიზაციის ვადა კი 9 წელია.

ცნობისთვის, საქართველოში ჯამში 2086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც 2024/2025 სასწავლო წლის მონაცემებით, 570.4 ათასი მოსწავლე ირიცხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები