მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა სასტუმრომ ვერ დააკმაყოფილა უსაფრთხოების მოთხოვნები - ბექა ფერაძე

5ee746e752447
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.20 14:54
1289
დღეის მდგომაროებით სასტუმროების მიმართულებით ჩვენს ბაზაში დარეგისტრირებულია 939 სასტუმრო - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

მისი ინფორმაციით, შემოწმება 325 სასტუმროში ჩატარდა, დანარჩენმა კი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადა ითხოვა.

„დღეის მდგომაროებით სასტუმროების მიამრთულებით ჩვენს ბაზაში დარეგისტრირებული არის 939 სასტუმრო. 150 სასტუმროს უკვე მიენიჭა მუშაობის ნებართვა, 175-მა ამ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილა უსაფრთხოების მოთხოვნები, ხოლო დანარჩენმა დროებით ითხოვა ვადა იმისთვის, რომ განხორციელდეს ინსპექტირება, როდესაც ისინი სრულად დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს.

მინდა მოვუწოდო სასტუმრო სექტორს, რომ რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროში და შესაბამისი სტანდარტების დაცვა წარმოადგენს აუცილებლობას და კიდევ გამოიყენონ ის პერიოდი რომელიც მათ აქვთ, რათა თითოეული მოქალაქის, თითოეული ტურისტის და ჩვენი გადაადგილება იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო“, - განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები