მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა ტრაილერმა ისარგებლა საქართველოს გზებით?- 7 თვეში სატვირთოების გატარებით ქვეყანამ 102 მლნ მიიღო

ტრაილერი

7 თვეში საქართველომ ტრაილერების გატარებით თითქმის, 102 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარ-ივლისში საქართველოს დერეფანში 291,189 ტრანზიტულმა ტრაილერმა გაიარა. მათ შორის, მხოლოდ ივლისში გზის საფასური 43,436 სატვირთომ გადაიხადა.

აღსანიშნია, რომ ივნისთან შედარებით ტრაილერების რაოდენობა შემცირებულია, გასული წლის ივლისთან შედარებით კი  ზრდაა, როგორც შემოსავლის, ასევე სატვირთოების რაოდენობის კუთხით. 2022 წლის ივლისში ქვეყნის ტერიტორიაზე 39,177 სატვირთომ გაიარა, რომლებმაც ქვეყნის ბიუჯეტში 13,7 მლნ ლარი გადაიხადეს.

გზათსარგებლობის საფასური თვეების მიხედვით:

  • იანვარი 12 041 350 ლარი / 34 404 სატრანზიტო ტრაილერი
  • თებერვალი - 11 970 002 ლარი / 34 200 სატრანზიტო ტრაილერი
  • მარტი - 15 549 710 ლარი / 44 428 სატრანზიტო ტრაილერი
  • აპრილი -13 834 954 ლარი / 39 528 სატრანზიტო ტრაილერი
  • მაისი - 16 861 665 ლარი / 48,176 სატრანზიტო ტრაილერი
  • ივნისი - 16 455 903 ლარი / 47,017 სატრანზიტო ტრაილერი
  • ივლისი  - 15 202 578 ლარი  / 43 436 სატრანზიტო ტრაილერი 

ცნობისთვის, საქართველოზე გამავალი თითოეული ტრაილერი 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, რაც 20 ივნისიდან 350 ლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები