მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენს გამოიმუშავებენ ევროპაში აღმასრულებელი დირექტორები?

ხელფასი

ევროპის წამყვანი კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორებმა 2023 წელს 110-ჯერ მეტი გამოიმუშავეს, ვიდრე საშუალო რგოლის დასაქმებულებმა. ამის შესახებ სტატიას Euronews.com აქვეყნებს.

სტატია ევროპის ტოპ 100 კომპანიის აღმასრულებელი დირექტორების საშუალო ანაზღაურებაზე, ხელფასებსა და პრემიებზე დაყრდნობით არის მომზადებული. ხოლო ქვეყნები, რომლებშიც ეს კომპანიები ოპერირებენ არის: ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი.

ანგარიშის მიხედვით, 100 საუკეთესო კომპანიას შორის, აღმასრულებელი დირექტორის საშუალო წლიური ხელფასი 1 571 000 ევრო იყო. ბონუსების საშუალო მაქსიმალური შესაძლებლობა იყო ხელფასის 200%. აღმასრულებელი დირექტორის ჯამურმა ანაზღაურებამ ევროპაში, წელიწადში 4 მლნ ევროს გადააჭარბა.

აღმასრულებელი დირექტორების საშუალო ხელფასით რეიტინგში მოწინავე პოზიციებს იკავებს გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, სადაც ტოპ 100 კომპანიიდან 59-ია განთავსებული. დიდ ბრიტანეთში 20, საფრანგეთში 20 და გერმანიაში 19 კომპანია. ამასთან, ტოპ ხუთ კომპანიას შორის შვეიცარია მე-4 ადგილს იკავებს, სადაც ევროპის 14 წამყვანი კომპანია ოპერირებს. მას მოსდევს იტალია, სადაც 8 ასეთი კომპანიაა.

ამ ქვეყნებიდან, ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურება აღამსრულებელ დირექტორს გერმანიაში აქვს, რომელიც 1 455 000 ევროს შეადგენს. მას მოჰყვება შვედეთი 1 360 000 ევროთი და საფრანგეთი 1 275 000 ევროთი. აღმასრულებელი დირექტორის საშუალო ხელფასი დიდ ბრიტანეთში 1 138 000 ევროთი განისაზღვრა, ხოლო იტალიაში ამავე პოზიციაზე მომუშავე ადამიანის ანაზღაურება დაახლოებით 1 100 000 ევროა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები