მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა ევროპული კომპანიების აქტივები დროებით მართვაში გადაიყვანა

პოლონეთი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, საფრანგეთის, გერმანიის, შვედეთისა და ნიდერლანდების კომპანიების ადგილობრივი აქტივები დროებით მმართველობას დაექვემდებარა.

როგორც ირკვევა, ახალი შეზღუდვები იატაკის საფარის მწარმოებელ ფრანგულ Tarkett-ს, ასევე შეფუთვის მწარმოებელ გერმანულ Menshen-ს, შვედურ Sverige International Holdings-სა და ნიდერლანდურ Sonoco-ს შეეხო.

კრემლის განმარტებით, ეს ნაბიჯი უკრაინის ომში ევროკავშირის ჩართულობის საპასუხო ზომაა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება დროში დაემთხვა ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული სუვერენული აქტივების (€210 მლრდ.) უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების საკითხის განხილვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები