საქართველოს რეგიონებში მასწავლებლების სიჭარბეა, შედარებით დიდ ქალაქებში კი სამუშაო ძალა სკოლებში ოპტიმალურ მაჩვენებლებზეა. ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც განათლების სექტორს მიმოიხილავს. მიმოხილვის მიხედვით, თბილისში (16.0), რუსთავში (15.2), ბათუმში (15.0) და ქუთაისში (13.4) მასწავლებელთა რაოდენობა ოპტიმალურია და სტაბილურად იზრდება, ასევე უფრო მეტი ახალგაზრდა მასწავლებელი შემოდის სექტორში. ყველაზე ჭარბად მასწავლებლები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშია, სადაც თანაფარდობა 2.9-ს შეადგენს, ანუ თითქმის სამ მოსწავლეზე ერთი მასწავლებელი მოდის. სამცხე-ჯავახეთში - 5.5, აჭარაში - 6.1, გურია - 6.5, იმერეთი - 6.5, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 7.3, მცხეთა-მთიანეთი - 7.3, ქვემო ქართლი - 8.5, კახეთი - 9.0, შიდა ქართლი - 9.1.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების მაგალითებს, Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, საქართველოსთან შედარებით, მასწავლებელი-მოსწავლის თანაფარდობის მაჩვენებელი ყველაზე ოპტიმალური ნიდერლანდებში (16.7) და აშშ-შია (16.0), ყველაზე ჭარბად კი საბერძნეთსა - 8,5 და ბელგიაში - 9.1.
სტუმარი: თათია მამრიკიშვილი - Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი;