მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აჩვენებს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კვლევა?

BM.GE
13.07.23 11:16
131
2023 წლის ივნისში, თბილისში 3 940 ბინა გაიყიდა. წლიური ზრდა 1.4%-ია. მაისთან შედარებით კი გაყიდვები 8%-ითაა გაზრდილი. თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომამ წლიურად 7.2%-ით, 253.6 მლნ დოლარამდე მოიმატა. 

Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, სადაც თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების გასული თვის მონაცემებია გაანალიზებული, ზრდა ძირითადად პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვამ განაპირობა.

კვლევაში მითითებულია, რომ ზრდის მასტიმულირებელი დეველოპერებისგან პირველად ბაზარზე ბინებზე გაზრდილი გაყიდვებია. ამ დროში 1 830 ბინა გაიყიდა. ამავე დროს წინა თვის მსგავსად კლების ტენდენციაა მეორად ბაზარზე. 

საინვესტიციო ბანკის მიმოხილვის თანახმად, ივნისში ტრანზაქციების ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეიტანა გაყიდვებმა შემდეგ უბნებში - სამგორი (+23.6% წ/წ), დიდი დიღომი (+25.2% წ/წ) და დიდუბე (+28% წ/წ). ამასთან, ივნისში საბურთალოსა და ვაკეში ბინების გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, საბურთალოზე წლიური კლება 21.6% იყო, ვაკეში კი - 27.1%. 

სტუმრები: კახა სამყურაშვილი - Galt&Taggart-ის სექტორული კვლევების მიმართულების უფროსი;
ზურაბ თავყელიშვილი - Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი;



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები