შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების მეათე საიუბილეო ცერემონიაზე, საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year ოცდაათ ქართულ და უცხოურ კომპანიას შორის, სამთომომპოვებელ კომპანია „არემჯის“ გადაეცა. საქართველოს ლიდერი საწარმო სუბიექტების სტატისტიკური რანჟირების მიხედვით, მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში „არემჯი კოპერი“ და „არემჯი გოლდი“ პირველ და მეორე ადგილს ინაწილებენ დაქირავებულთა საშუალო თვიური ანაზღაურებისა და დასაქმებულებზე დანახარჯებით.