მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აქცევს ყურადღებას უცხოელი ინვესტორი საქართველოში შემოსვლისას? - ბარდაველიძის განმარტება

დავით ბარდ

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD ქვეყნების რისკის დონესთან დაკავშირებით ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოს რისკიანობა 2007 წლიდან მოყოლებული 7-დან 6 ქულითაა შეფასებული, ისევე როგორც ბუტანის, ნეპალის, ტანზანიისა და  პაპუა-ახალი გვინეის რისკიანობა. 

ახდენს თუ არა OECD-ის რეიტინგი საქართველოში უცხოელი ინვესტორების შემოსვლაზე გავლენას, “ანალიტიკას” ეთერში GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებელმა, დავით ბარდაველიძემ ისაუბრა. მან ასევე განმარტა, რით ინტერესდებიან უცხოელი ინვესტორები ქვეყანაში შემოსვლამდე.

“პირადი გამოცდილებით, უცხოურ დიდ კომპანიებთან საექსპორტო კონტრაქტის დადებისას, ისინი OECD-ის რეიტინგს არ ითვალისწინებენ, თუმცა თავად იკვლევენ, ვართ თუ არა უსაფრთხო ქვეყანა დასაქმებულებისთვის. არის ქვეყნები, სადაც ბავშვებს ამუშავებენ, რის გამოც ინვესტორები თავად ამოწმებენ, კონკრეტულ საწარმოში თუ არის ასეთი შემთხვევები. ჩვენ 2019-20 წლებში ამ რეიტინგში დაწინაურებულები ვართ და უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევდივართ. 

ცხადია, სავალუტო რისკები არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ბოლო დროის მერყეობამ ეს გვანახა. ბევრი ფაქტორია, რასაც ითვალისწინებენ ინვესტორები. საწარმოს შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური მოწოდება, რამდენად დაცულია შრომის კანონები და რამდენად სტაბილურია ფასი პროდუქტზე - ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ევროპელი და ამერიკელი ინვესტორებისთვის. ამის უზრუნველყოფა ძნელია, კითხვები ჩნდება. სტაბილური, ხანგრძლივი კონტრაქტების გაფორმებისას, რეგიონში უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები, ჩვენ თუ ვგრძნობთ სტაბილურობას ქვეყანაში”, - აღნიშნავს დავით ბარდაველიძე.

ცნობისთვის, Georgian Products-ის მიერ წარმოებული შინაური ცხოველების ავეჯი და აქსესუარები უკვე რვა წელია, ექსპორტზე უცხოეთში, მათ შორის ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და აშშ-ში, გადის. 2022 წელს კომპანიამ ექსპორტზე $22 მლნ-ის პროდუქცია გაიტანა. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები