"ალიანს ჰაილენდსი" - "ალიანს ჯგუფის" კიდევ ერთი ახალი ინოვაციური კომპლექსია, რომელიც კურორტ გოდერძიზე, ზღვის დონიდან 2027 მეტრის სიმაღლეზე შენდება. პროექტი საბაგიროდან 60 მეტრში მდებარეობს და საერთო პოდიუმით დაკავშირებულ A, B, C თაუერებს, საინვესტიციო ლოფტ რეზიდენციებს, მრავალფეროვან ინფრასტრუქტურულ კომპონენტებსა და დამოუკიდებელ, სრულად ფუნქციონირებად სასტუმროს აერთიანებს.
პროექტის დეტალებზე, კომპანიის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი პაპუნაიშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ ისაუბრა. მისი თქმით, საუბარია 100-მდე აპარტამენტზე, რომელიც სამთო კურორტისთვის საჭირო ყველა ტიპის ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. პროექტის დასრულება 36 თვეში იგეგმება, ჯამური ინვესტიცია კი 10$ მლნ-ია.
„ალიანს ჰაილენდსი“ არ არის კომპანიის პირველი პროექტი კურორტ გოდერძიზე. 2016 წელს „ალიანს ჯგუფი“ იყო პირველი კომპანია, რომელიც ფართომასშტაბიანი პროექტით შევიდა და გახსნა კურორტი. ეს გახლავთ „ალიანს რეზორტსი“, რომელიც აერთიანებდა საინვესტიციო აპარტამენტებს და სამთო-საკურორტო ინფრასტრუქტურას, თუმცა გაყიდვების საწყის ეტაპზე პროექტი სრულიად რეალიზდა, შესაბამისად, დაინტერესებულ ინვესტორებს მისი საცალოდ შესყიდვის საშუალება არ მიეცათ. ახალი პროექტი კი სწორედ ამ ფანჯარას ხსნის. ის საბაგიროდან 60 მეტრშია და გარშემორტყმულია რეკრეაციული ზოლით. პროექტი შედგება 4 ბლოკისგან, A, B და C ბლოკშია ლოფტ აპარტამენტები, ხოლო D არის დამოუკიდებელი სასტუმრო. პირველი სამი ბლოკი ერთიანდება საერთო პოდიუმით, სადაც განთავსებული იქნება სამთო საკურორტო ინფრასტრუქტურა, საუნა, სპა, აუზი წყლის ტემპერატურის რეგულირებით და ა.შ. ყველაფერი ის, რაც სჭირდება სამთო კურორტს. სარეალიზაციო აპარტამენტებია 100-მდე, არის როგორც სტანდარტული, ისე პრემიუმ ნომრები და საოჯახო“, - განაცხადა პაპუნაიშვილმა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობას, რეკრეაციული უძრავი ქონებისადმი მზარდი ინტერესი, კურორტის 4-სეზონურობა და თანამედროვე, მაღალი კლასის საკურორტო ინფრასტრუქტურა განაპირობებს.
"სამთო საკურორტო რეკრეაციული უძრავი ქონების ბაზარი მზარდია. რაც შეეხება ტურისტებს, სათხილამურო ტურისტები 110-115%-ით უფრო მსყიდველუნარიანები არიან და გამოირჩევიან ხანგრძლივობის დროით, ასევე ხელმეორედ დასვენების მაჩვენებელი აქ სტანდარტულ ტურიზმთან შედარებით 80%-ით უფრო მაღალია. სამთო-სათხილამურო ტურიზმი გლობალური ტურიზმის 16%-ს შეადგენს და 15 მლრდ დოლარს აღემატება, რომელიც 10 წლიან პერსპექტივაში 50 მლრდ უნდა გახდეს. 2022 წლის სტატისტიკით ამ ტიპის ტურიზმს 400 მლნ-ზე მეტი ადამიანი ესტუმრა და თუ გავითვალისწინებთ მსოფლიო მასშტაბით რამდენად მცირეა მიწოდება, ვნახავთ, რომ ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია.
კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2027 მეტრზეა და გამოირჩევა თავისი ხანგრძლივი სეზონურობით, დაწყებული ნოემბრიდან, დასრულებული აპრილის ბოლომდე. ამიტომ გათვლა კეთდება ორივე ტურისტზე, როგორც ადგილობრივზე, ისე საერთაშორისოზე. სამთო-კურორტი 4 სეზონურია თუ ამ კურორტზე არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამიტომ ამ მხრივ გოდერძის ნამდვილად აქვს პოტენციალი.
საინტერესოა ისიც, რომ სამთო რეკრეაციული უძრავი ქონების ფასი 2022-თან მიმართებით 30%-ით, 2020-თან შედარებით 60%-ით გაიზარდა, რაც ძალიან მაღალია. საინვესტიციო მიმზიდველობას განაპირობებს ის ფაქტიც, რომ თუ ავიღებთ შვეიცარიის, იტალიისა და საფრანგეთის მაგალითს, ვნახავთ, რომ დატვირთულობა ნოემბრიდან აპრილამდე საშუალოდ 83%-ია, რაც უკუგების მხრივ ძალიან მაღალია.
„ალიანს ჯგუფის“ მოტივიც პროექტის კონცეფციის შექმნისას იყო შემდეგი, იცით, რომ პორტფელის ფარგლებში დაინტერესებულ ინვესტორს შეუძლია რამდენიმე პროექტში გააკეთოს ინვესტირება. გვაქვს დასრულებული „ალიანს პალასი,“ გვაქვს თითქმის დასრულებული „ალიანს ფლივილიჯი,“ გვაქვს დედაქალაქში მიმდინარე პროექტი, ბათუმში წმინდა სისხლის საინვესტიციო პროექტი „ალიანს ცენტროპოლისი,“ ამას შევამატეთ განსხვავებული „ალიანს რენესანსი“ ქობულეთში და დამატებით ინვესტორს ვინც დაინტერესებულია საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვით ვთავაზობთ სამთო რეკრეაციულ უძრავ ქონებსაც, რაც ევროპაში ძალიან მოთხოვნადი, თუმცა საქართველოში ჯერ კიდევ ასათვისებელია.“ - მიიჩნევენ „ალიანს ჯგუფში.“
პროექტში "ალიანს ჰაილენდსის" B და C ბლოკში Presale გაყიდვები უკვე დაწყებულია, რომელიც წინასწარ 10%-იან შენატანსა და 36 თვეზე გათვლილ უპროცენტო განვადებას მოიაზრებს. როგორც პაპუნაიშვილი ამბობს, ამ დროისთვის გაყიდული და დაჯავშნილი აპარტამენტების რაოდენობა უკვე 80%-ს აღწევს, ძირითადი ინტერესი კი ევროპული ქვეყნებიდან ფიქსირდება.
„ალიანსი“ გამოირჩევა ლოიალური დამოკიდებულებით საკუთარი მომხმარებლებისდამი, ამიტომ დავიწყეთ გაყიდვები ჩვენს არსებულ ინვესტორებზე რამაც კარგი შედეგები აჩვენა. გამოტანილია B და C ბლოკი და დაახლოებით 70-80%-მდე უკვე ან გაყიდული ან დაჯავშნილია, რაც აჩვენებს იმას, რომ მოთხოვნა ამ ტიპის უძრავ ქონებაზე არსებობს. ძირითადად მოთხოვნა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან არის, განსაკუთრებით აქტიურია პოლონეთი.
გვაქვს აპარტამენტები ორი კონდინციით, მწვანე კარკასი და სრულად დასრულებული, ავეჯით და ტექნიკით. გადახდის პირობა პრესეილის პერიოდში გვაქვს 10%-იანი პირველადი შენატანით, სტანდარტული 30%-ის ნაცვლად და პროექტის დასრულებამდე მოქმედებს 36 თვიანი შიდა უპროცენტო განვადება. პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 10 მლნ დოლარია.“ - განაცხადა ‘უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას გიორგი პაპუნაიშვილმა.