დეველოპერული კომპანიების ნაწილი ფიქრობს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში არსებული მოთხოვნის კლება ლოგიკურია. როგორც “აპარტ ჯგუფის” ხელმძღვანელმა ვახტანგ ჩქარეულმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, 2-წლიანი ზრდის შემდეგ ბაზარი სტაბილიზაციისკენ მიდის, დღეს არსებული კლების მიზეზი კი გარე ფაქტორებთან ერთად წინასაარჩევნო პერიოდია.
კომპანია ამ დროისთვის ბაზარზე 10-მდე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტით არის წარმოდგენილი, უახლოეს პერიოდში კი ახალი პროექტების წარდგენას გეგმავს როგორც თბილისში, ისე ბათუმში.
სტუმარი: ვახტანგ ჩქარეული - “აპარტ ჯგუფის” CEO;