მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ცვლის ბიზნესისთვის "შრომის კოდექსში" შესატანი რეგულაციების გადავადება

5df5fff9b5830
ნუცა ბაზლიძე
15.12.19 14:50
1319
BM.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განხილვები, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიებზე დაიწყება. ამ საკითხზე განმარტება კანონპროექტის ავტორმა, საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გააკეთა.

ამასთან დაკავშირებით, "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" იურისტმა ნიკა ნანუაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათ საკითხთან დაკავშირებით, კომუნიკაცია არ ჰქონიათ და კონკრეტული მოლოდინებიც ჯერჯერობით არ აქვთ, თუმცა კანონპროექტზე მათი პოზიცია არ შეცვლილა.

"ჩვენი პოზიცია, ნებისმიერ შემთხვევაში უცვლელია. RIA-ზე (რეგულირების გავლენის შეფასება) სამუშაო მაინც აუცილებლად ჩასატარებელია, მიუხედავად იმისა კანონპროექტი როდის განიხილება და რა ეტაპები ექნება.

ჩვენთვის სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყოველთვის დოკუმენტის ტექსტზე ვმუშაობთ. ვინ იქნება ინიციატორი ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. ეს ჩვენს სამუშაოს არ შეცვლის, შეამსუბუქებს ან შეამცირებს. იგივე სამუშაო პროცესი და შენიშვნები გვექნება, თუ რა თქმა უნდა, თვითონ კანონპროექტი არ შეიცვლება", - განმარტავს ნიკა ნანუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, ვინაიდან მან ნოემბერში საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, მას უკვე აღარ აქვს მოლაპარაკებების შესაძლებლობები და კანონპროქტის საბოლოო ფორმა, მის კოლეგებზე იქნება დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები