ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. მას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი მას გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროებას ედავება.
საუბარია 2020 წელს დაწერილ წიგნში “ოთახი სადაც ეს მოხდა” ისეთი დეტალების გამხელაზე, რომლებიც პემ ბონდის უწყების შეფასებით, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ უნდა გამხდარიყო. ცნობისთვის, წიგნში საუბარია დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. თეთრ სახლში თუ მის მიღმა ჩატარებულ შეხვედრებზე და დახურულ მოლაპარაკებებზე.
პროკურორის მტკიცებით, ჯონ ბოლტონმა წიგნში გასაიდუმლოებული ინფორმაცია ისე ჩაწერა და გამოაქვეყნა, რომ შესაბამისი უწყებისაგან თანხმობა არ მიუღია. შესაბამისად, დაარღვია გაუთქმელობის ფიცი, რომელიც მან თანამდებობაზე დანიშვნისას დადო. შეგახსენებთ, ჯონ ბოლტონი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩევლად 2018-2019 წლებში მუშაობდა. ის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ წიგნში გადმოცემული ინფორმაციას გრიფით საიდუმლო არ ედო. მეტიც, აღნიშნავს, რომ გამოძიება პოლიტიკურადაა მოტივირებული და მიზნად ტრამპის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაჩუმებას ისახავს.
თუ ბოლტონს სასამართლო დამნაშავედ გამოაცხადებს, ის ფედერალურ ციხეში 10 წელს გაატარებს, ხოლო თუ გამოძიებას ან სასამართლოს ფაქტებს განზრახ დაუმალავს და ან არასწორი მიმართულებით წაიყვანს, სასჯელის სახე და ზომა შეიძლება 20 წლამდე პატიმრობა განესაზღვროს.




























