მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ფიქრობენ ავსტრიელი ტურისტები საქართველოზე? – ელჩის პასუხი

5fa871bd26b2f
თამთა ჯიჯავაძე
09.11.20 10:30
1063
ტურიზმი არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოსთვის ეკონომიკური აღდგენის პროცესში, – ამის შესახებ ავსტრიის ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა BMG-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

დიპლომატის თქმით, მას ჰყავს ძალიან ბევრი ახლობელი, რომელიც საქართველოში მოგზაურობით აღფრთოვანებულია.

„მყავს ძალიან ბევრი მეგობარი და ნათესავი, რომლებიც გასულ წლებში საქართველოს ეწვივნენ. ისინი აღფრთოვანებულები დარჩნენ. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი კრიზისი დასრულდება, ტურისტები კვლავ დაბრუნდებიან. თქვენ ძალიან კარგი კურსი გქონდათ ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, კოვიდ-კრიზისმა გამოიწვია უდიდესი კლება ამ კუთხით, თუმცა ტურისტები დაბრუნდებიან“, – აღნიშნა ელჩმა.

ავსტრიელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ე.წ Soft ტურიზმი ამ სექტორის განვითარებისთვის.

„თქვენ ძირითადად აიცილეთ თავიდან ის შეცდომები, რაც ჩვენ დავუშვით ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ვგულისხმობ სივრცით მოწყობას, გარემოს დაცვას და ვფიქრობ, რომ თქვენ შესანიშნავი გარემო გაქვთ. ასე რომ, Soft-ტურიზმი არის საუკეთესო გზა, რათა შეინარჩუნოთ ეს გარემო და ამ ქვეყნის სილამაზე“, – დასძინა მან.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები