მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას გეგმავს შავ პარასკევს "თბილისი აუთლეტ ვილიჯი"?

Tbilisi outlet village შავი პარასკევი

შავი პარასკევი "თბილისი აუთლეტ ვილიჯში" (Tbilisi Outlet Village) ნაადრევად დადგა. კომპანია მომხმარებელს წლის ყველაზე მასშტაბურ შოპინგ-კვირეულზე 22 ნოემბრიდან იწვევს. რა შეთავაზებები დახვდებათ რეგიონში პირველი აუთლეტ ცენტრის სტუმრებს - ამაზე BMGTV-ის "საქმიანი საღამოს" ეთერში "თბილისი აუთლეტ ვილიჯის" მარკეტინგის დირექტორი, ბილი ისიანი საუბრობს.

"22 ნოემბრიდან ვიწყებთ შავი პარასკევის კვირეულს, რაც 70%-მდე ფასდაკლებას მოიაზრებს. ეს ნიშნავს იმას, რომ 30%-იან მუდმივ ფასდაკლებას, რომელიც აუთლეტ ვილიჯში მოსულ სტუმარს ისედაც ხვდება, დამატებით 40%-მდე ფასდაკლებები იმოქმედებს. შესაბამისად, 30 ნოემბრამდე, ჯამურად 70%-მდე ფასდაკლება იმოქმედებს", - ამბობს ბილი ისიანი.

"თბილისი აუთლეტ ვილიჯში" სტუმრებს 25 ბრენდი დახვდებათ, მათგან 7 სავაჭრო ცენტრს ნოემბრის თვეში დაემატა. როგორც "თბილისი აუთლეტ ვილიჯის" მარკეტინგის დირექტორი ამბობს, შეთანხმება მიღწეულია 50-მდე ბრენდთან, თუმცა დრო სჭირდება მაღაზიებში სპეციალურად აუთლეტ ვილიჯისთვის შეკვეთილი სამოსის ჩამოსვლასა და ინვენტარიზაციას.

"დღევანდელი მონაცემებით აუთლეტ ვილიჯში უკვე 25 ბრენდი გვყავს. ნოემბერი ძალიან აქტიურად დაიწყო, დაგვემატა დაახლოებით შვიდი ბრენდი. ოქტომბერშიც გვქონდა მატება. მოგეხსენებათ, 13 ბრენდით გავიხსენით და ვაანონსებდით, რომ კომპანიები დაგვემატებოდნენ და ასეც მოხდა. ეს პროცესი გრძელდება.

დღევანდელი მონაცემებით, აუთლეტ ვილიჯში მთლიანი ტერიტორიის 70% უკვე დაკავებულია 47-48 ბრენდის მიერ. ყველა მათგანთან შეთანხმება მიღწეულია და მიმდინარეობს სამუშაოები ორი მიმართულებით: სარემონტო მიმართულება და ინვენტარიზაცია.

"თბილისი აუთლეტ ვილიჯში" მხოლოდ 25% უნდა იყოს საქართველოში მოქმედი მაღაზიებიდან მორჩენილი სამოსი, დანარჩენი აუთლეტ ვილიჯისთვის შეკვეთილი სამოსი უნდა იყოს. შესაბამისად, ამ ტანისამოსის ჩამოსვლა გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ დეკემბრის ბოლომდე უკვე 40-მდე ბრენდი იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა ბილი ისიანმა.

მისივე თქმით, "თბილისი აუთლეტ ვილიჯს" ყოველკვირეულად 25 000-მდე ადამიანი სტუმრობს, ვიზიტორთა რაოდენობა კი უკვე აღემატება 200 000-ს. კომპანიის ვარაუდით, წლის ბოლომდე ვიზიტორთა რაოდენობა 300 000-მდე გაიზრდება, წლიური გეგმა კი 1.5 მილიონამდე სტუმრის მიღებაა.

შავი პარასკევის კვირეულის ფარგლებში 70%-მდე ფასდაკლება გავრცელდება შემდეგ ბრენდებზე: Adidas, Nike, Puma, Lee, Wrangler, DKNY, Samsonite და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები