უძრავი ქონების პლატფორმა area.ge და VISA პარტნიორები გახდნენ. პარტნიორობის ფარგლებში მრავალი საინტერესო სიახლე იგეგმება, რომლის მიზანი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი სერვისების უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებაა.
უძრავი ქონების შეძენის ან მასთან დაკავშირებული სერვისებით სარგებლობისას, ნაღდი ანგარიშსწორება საქართველოში დღემდე ყველაზე პოპულარული ფორმაა. VISA და area.ge-ს ერთობლივი მიზანია, ქართველ მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა, რომ ამ სერვისებით ისარგებლონ ონლაინ და თან, შეასრულონ უნაღდო ანგარიშსწორება ბარიერების გარეშე.
რა ბენეფიტებით ისარგებლებს მომხმარებელი და რატომ უნდა გადაიხადოს VISA ბარათით?
არეასა და VISA-ს პარტნიორობის ფარგლებში, თუ არეას პრემიუმ სერვისებით სარგებლობის საფასურს ვიზა ბარათით გადაიხდით, მიიღებთ 15%-იან ფასდაკლებას შერჩეულ მომსახურებაზე.
უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა area.ge საკუთარ სივრცეში აერთიანებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ისეთ სერვისებს, როგორიცაა მაგალითად, უძრავი ქონების შეფასება, ფოტოგადაღება და 3D ვიზუალიზაცია, დასუფთავება და სხვა. ნებისმიერი მათგანი მოსახერხებელი და საჭიროა, მაშინ როცა უძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვას ეხება საქმე.
ქონების შეფასება - საუკეთესო ინსტრუმენტია ქონების რეალური საბაზრო ღირებულების დასადგენად, რაც სამართლიანი გარიგების წინაპირობაა.
ფართის დაცლის შემდეგ დასუფთავება აუცილებელია, რომ მოხდეს ესთეტიკურად ლამაზი ფოტოების გადაღება. თუ ამისთვის დრო არ გყოფნით, არეას დასუფთავების სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
პროფესიონალთა ჯგუფის მიერ ქონების რეალისტურად წარმოჩენისთვის არეას პრემიუმ სერვისი ფოტოგადაღება საუკეთესო გამოსავალია. 3დ ტური იძლევა საშუალებას წარმოაჩინოთ ქონება დეტალურად გეგმარებით, ოთახების განლაგებითა და ყველა იმ წვრილმანის გათვალისწინებით, რისი ასახვაც ფოტოზე შეუძლებელია.
ზემოჩამოთვლილი მომსახურების საფასურის VISA ბარათით გადახდის შემთხვევაში, ისარგებლებთ 15%-იანი ფასდაკლებით.
სამომავლო გეგმები
area.ge-სა და VISA-ს პარტნიორობით, არეას მომხმარებელი ისარგებლებს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური სერვისით და მოქნილი უნაღდო ანგარიშსწორების სქემებით. ადგილობრივ ბაზარზე დაინერგება ის საერთაშორისო გამოცდილება, რაც VISA-ს უკვე აქვს უძრავი ქონების ბაზარზე.
Visa-სა და area.ge-ს თანამშრომლობა ხელს უწყობს ციფრული გადახდების განვითარებასა და ადაპტირებას საქართველოში. VISA მხარს უჭერს ბიზნეს - სერვისების სრულ გაციფრულებას, რათა აწარმოონ უსაფრთხო, მოსახერხებელი და სწრაფი უნაღდო გადახდები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ციფრული გადახდების ადაპტაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი კომპანია, რომელიც ნაღდ ანგარიშსწორებას იყენებს. ეს კი უფრო მეტ მოტივაციას იძლევა, რომ წახალისდეს კომპანიები ინოვაციებისა და უკონტაქტო გადახდების დანერგვაში.
იჩქარეთ, ახლა საუკეთესო დროა ისარგებლოთ არეას პრემიუმ სერვისებით და მიიღოთ 15%-იანი ფასდაკლება VISA ბარათით გადახდის შემთხვევაში.