მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Visa-ს ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

visa
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა საფინანსო გიგანტმა, Visa-მ ფინანსური ანგარიში წარადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიის შემოსავალმა 12.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 13%-იან ზრდას წარმოადგენს.

ამასთან, თითო აქციაზე მიღებულმა მოგებამ 3.48 დოლარი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს აჭარბებს. ყურადსაღებია, რომ საანგარიშო პერიოდში ტრანზაქციების რაოდენობა 10%-ით, ხოლო გადახდების მოცულობა 9%-ით გაიზარდა. ზრდის დინამიკა მომხმარებლების მხრიდან სამოგზაურო, სავაჭრო და სარესტორნო გადახდების მატებამ განაპირობა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ 2026 წლის ფისკალურ პერიოდში Visa-ს შემოსავალმა რეკორდული 46 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანიის ფინანსური დირექტორის, კრის სუჰის განცხადებით, მიუხედავად ინფლაციური წნეხისა, მომხმარებლების მხრიდან დანახარჯების კლება არ დაფიქსირებულა, ხოლო მაღალი შემოსავლის მქონე კლიენტების აქტივობა სწრაფად იზრდება. ამის პარალელურად, საერთაშორისო მოგზაურობაზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ტრანსსასაზღვრო გადახდების მოცულობა 14%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში Visa-ს აქციების შეფასება 16%-ით არის გაზრდილი, ხოლო 5-წლიან პერიოდში მას თითქმის 90%-იანი ზრდა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები