მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას გულისხმობს "იმედის" და POSTV-ისთვის დაწესებული ბრიტანული სანქციები?

სანქციები

დღეს, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში მოქმედი ორი ტელევიზია "იმედი" და "პოსტვ" დაასანქცირა. ბრიტანეთის მთავრობა სანქცირების საფუძვლად მიუთითებს, რომ ისინი დეზინფორმაციას ავრცელებდნენ დესტაბილიზაციის მიზნით.

სანქციები მოიცავს: აქტივების გაყინვას, ტრასტის მომსახურების აკრძალვას და დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.

კერძოდ, "იმედისა" და პოსტვ-ის სანქცირებას ბრიტანეთის მთავრობა ზუსტად ერთნაირად, ასე ასაბუთებს:

"ისინი ძირითადად საქართველოში მყოფი აუდიტორიისთვის ავრცელებენ და წარსულშიც ავრცელებდნენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. ეს კი მხარს უჭერს ან წაახალისებს ისეთ პოლიტიკასა თუ ქმედებას, რომელიც იწვევს უკრაინის დესტაბილიზაციას, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს ისეთი შინაარსის მასალებს, თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და თითქოს უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ".

2026 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია იმედი და იმედის ჰოლდინგი, რომელშიც ასევე GDS-იც შედის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა კომპანია "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა. კონკურენციის სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გარიგების ფასი სიმბოლურ 1000 ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები