მომავალი წლიდან საქართველოში ენერგოეფექტურობის სრულიად ახალი მოთხოვნები ამოქმედდება. კერძოდ, “შენობების ენერგოეფექტურობის” რეფორმის ფარგლებში, საჯარო სექტორს შენობების 1%-ის ნაცვლად, 3%-ის რენოვაციის ვალდებულება ექნება. 4 წელიწადში ერთხელ კი, ენერგოაუდიტის ჩატარება მოუწევთ. ახალი სამუშაო კვირიდან, კანონპროექტზე საპარლამენტო მოსმენები იწყება.