მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ჰპირდება მთავრობა 2022 წელს ბიზნესს და ინვესტორებს? - ფინანსთა მინისტრის პასუხი

61adcf3c45d6c
ვიქტორია მღებრიშვილი
06.12.21 13:06
620
რას ჰპირდება მთავრობა ბიზნესს 2022 წელს, საგადასახადო თუ სხვა მიმართულებებით იმისთვის, რომ კერძო სექტორმა ქვეყანაში მეტი ფული ჩადოს, ან მეტი ინვესტიცია შემოვიდეს? - ეს კითხვა BM.GE-მ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაუსვა, სადაც მინისტრმა ქვეყნის 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა.

ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ინვესტორებისა და ბიზნესისთვის გზავნილია, რომ 2022 წელს ეკონომიკის მთავარი წარმმართველი ძალა სწორედ კერძო სექტორი იქნება.

„კერძო სექტორი ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი რომ იყოს, ეს საქართველოს მთავრობის მიერ ეს გაცხადებულია და მიმდინარე წლის ბიუჯეტშია ასახული. მთავრობის მიერ ყოველ წარდგენაზე საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება სწორედ ის მესიჯია, რომელიც უნდა მივიდეს ინვესტორებამდე. საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება გულისხმობს, რომ ქვეყანა მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში მთავარი მესიჯია იმ მიმართულებით, რომ წარმმართველი როლი ეკონომიკაში კერძო სექტორს უნდა ჰქონდეს.

გამოწვევების გარეშე დღეს არც ერთი ქვეყანა არ არის, პანდემიის გათვალისწინებით სწრაფად ცვალებად გარემოს ვხედავთ, ახალ შტამებს და მათზე დაკვირვებას ვაწარმოებთ. ამ კუთხით პროგნოზირებადობა შემცირებული გვაქვს, თუმცა თუ გადავხედავთ მიმდინარე საქმიანობას და სამომავლო პროგნოზებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღდგენის პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიური მდგომაროება ქვეყანასა და მსოფლიოში არ არის დასრულებული და იმის პერსპექტივა, რომ მომდევნო წელს ის დასრულდება, ნაკლებია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები