მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას იწერენ ქართველები ყველაზე ხშირად უცხოეთიდან? - Kiwi Post-ის მონაცემები

Kiwi Post

2023 წელს, ქართველებმა საზღვარგარეთიდან რეკორდული რაოდენობისა და ღირებულების ამანათები გამოიწერეს - საუბარია 500 მილიონის ღირებულების 7 მილიონ ამანათზე, რაც, წლიურად, 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თუ წლების წინ, ქართველები უცხოეთიდან უმეტესწილად ელექტრონიკას იწერდნენ, დღეს ეს ტენდენცია შეიცვალა, რადგან ადამიანები ონლაინ მაღაზიების მიმართ უფრო დიდი ნდობით განეწყვნენ.

როგორც Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა, ქეთი შანიძემ “საქმიან საღამოში” განაცხადა, გამოწერილი პროდუქციის ჩამონათვალი გაზრდილია, მაგრამ ზოგადი ტენდენცია კონკრეტულ ქვეყანაზე არის დამოკიდებული.

“თურქეთისა და საბერძნეთის შემთხვევაში, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს შორის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ვხვდებით, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინგლისს თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ელექტრონიკა ლიდერობს. ამ ქვეყნებში, როგორც წესი, პროდუქცია უფრო იაფია და მნიშვნელოვანია თავად აშშ-ის ფაქტორი, რადგან მომხმარებელი ამას დიდ ყურადღებას აქცევს”, - განაცხადა Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა, ქეთი შანიძემ “საქმიან საღამოში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები