მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითვალისწინებს “ალიანს ჯგუფს”, Wyndham Hotels & Resorts-სა და Aimbridge Hospitality EMEA-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი?

სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანია "ალიანს ჯგუფმა" სასტუმრო რედისონში თბილისში მიმდინარე პროექტის "ალიანს ჰაილაინის" პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში კომპანიის კომერციულმა დირექტორმა თემო ბიწაძემ იმ თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომელიც Wyndham Hotels & Resorts-სა და Aimbridge Hospitality EMEA-ს შორის სულ ცოტა ხნის წინ გაფორმდა.

თანამშრომლობის ფარგლებშიც ალიანს ჰაილაინის მესამე, C თაუერში გაუმჯობესებული ბრენდითა და დააფგრეიდებული სტატუსით თბილისში პირველი Wyndham Grand Residence-ის ნიშური საინვესტიციო აპარტამენტები განთავსდება, რომელსაც მენეჯმენტს მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მმართველი კომპანია - Aimbridge Hospitality EMEA გაუწევს. მემორანდუმის ფარგლებში, მრავალწლიან გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობით, პარტნიორი მხარეები ხელს შეუწყობენ როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის უძრავი ქონების სექტორის განვითარებას და სრულიად ახალ, ექსკლუზიურ საინვესტიციო რეალობას შექმნიან თითოეული ინვესტორისთვის, რომელთაც პირველად თბილისში Wyndham Grand Residence-ის აპარტამენტის შეძენა, სწორედ ალიანს ჰაილაინში შეეძლებათ. აღსანიშნია, რომ ლენდმარკ კომპლექსის C თაუერში პროექტირების მიმართულებით სამუშაო პროცესები უკვე დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი ცვლილებების იმპლემენტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები