მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას ითვალისწინებს აშშ-ის, იაპონიის, ინდოეთისა და ავსტრალიის ახალი სავაჭრო შეთანხმება?

quad
BM. GE
03.07.25 23:14
228

შეერთებულმა შტატებმა, აზიისა და ტრანს-ოკეანეთის მოკავშირე ქვეყნებთან თანამშრომლობით ახალი სავაჭრო შეთანხმების დადება დააანონსა.

Quad-ის კრიტიკული მინერალების ინიციატივა - ასე ეწოდება პარტნიორობის ახალ ფორმატს, რომელიც იშვიათი და კრიტიკული მინერალების მიწოდების არსებული ჯაჭვის დაცვასა და დივერსიფიკაციას ისახავს მიზნად.

მთავარი სავაჭრო პროდუქტი ამ შემთხვევაში თანამედროვე ტექნოლოგიების წარმოებისთვის საჭირო მასალებია. მოლაპარაკების მიზნით ქვეყნების დიპლომატები ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდნენ. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ამ ინდუსტრიაში ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მინერალების მოპოვების, გადამუშავებისა და ამ მასალებით ვაჭრობას ერთმანეთს შორის კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს.

კრიტიკულ მინერალებზე მოლაპარაკების გარდა, Quad-ის ოთხეულმა ჩინეთის მიერ სამხრეთ და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვებში კონტროლის გაძლიერებაც განიხილა. მათ გააკრიტიკეს ოფიციალური პეკინის აგრესიული ქმედებები და დაადასტურეს მზადყოფნა, რომ ჩინეთის მზარდ გავლენას გაუწიონ წინააღმდეგობა. ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს ჩრდილოეთ კორეის მიერ ატომური და სარაკეტო გამოცდების ჩატარება და ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის დაახლოება კინ ჩენ ინის რეჟიმთან.

Quad-ის წევრებს შორის მიღებული მინერალების შეთანხმება ეფუძნება საერთო სავაჭრო, ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ ინტერესებს. ქვეყნების პირველი დიპლომატები შეთანხმდნენ, რომ ნიუ-დელიში, შემოდგომაზე ჩანიშნულ შეხვედრაზე უკვე კონკრეტულ ერთობლივ პროექტებზე დაიწყებენ მუშაობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები