მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ და იაპონია ნახევარგამტარების ქარხნის მშენებლობას განიხილავენ

AMD

იაპონია და ამერიკის შეერთებული შტატები $550 მილიარდის მოცულობის საინვესტიციო შეთანხმების ფარგლებში, ნახევარგამტარების ახალი ქარხნის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს მართავენ.

არსებული ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის სავარაუდო ღირებულება $13 მილიარდიდან $19 მილიარდამდე მერყეობს. იაპონური ბიზნეს-გამოცემა Nikkei-ს ცნობით, ახალი საწარმოს ოპერირებას ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებელი GlobalFoundries-ი უზრუნველყოფს, ხოლო ქარხნის ძირითადი პროფოლი ლოგიკური ჩიპების წარმოება იქნება.

მოგეხსენებათ, ნახევარგამტარების სექტორი გლობალურ ტექნოლოგიურ და მიწოდების ჯაჭვებში სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად, ამ მიმართულებით თანამშრომლობის დაწყება მხარეებს შორის ნდობასა და ურთიერთგაგებაზე მიუთითებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ახალი ქარხნის მშენებლობის საჭიროებას AI-ზე რეკორდულად გაზრდილი მოთხოვნა აჩენს, რომელიც ამჟამად არსებული ყველა გლობალური ქარხნის სიმძლავრეს მაქსიმალურად ითვისებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები