Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტისთვის შექმნილი ახალი ჩიპი, Azure Maia 300 წარადგინა. ახალი თაობის პროცესორი Maia 200-ისა და Maia 100-ის სერიას შეუერთდება და მომავალი წლიდან კომპანიის პროდუქტებისა თუ სერვისებისთვის ძირითადი ინფერენს-სისტემა გახდება.
მენეჯმენტის განცხადებით, წამყვან GPU სისტემებთან შედარებით, Maia 300-ს მეგავატზე 40%-ით მეტი ტოკენის გამომუშავება შეუძლია. ამასთან, 96-ჩიპიანი სისტემა Maia 200-თან შედარებით 7-ჯერ მეტ გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს.
საკუთარ ინდივიდუალურ ჩიპებზე Microsoft-ის პარალელურად Amazon-ი, Google-ი, Meta და სხვა წამყვანი კომპანიებიც მუშაობენ. ტექნოლოგიური კომპანიების ეს სტრატეგია მიზნად Nvidia-სა და AMD-ის პროცესორებზე დამოკიდებულების შემცირებასა და ტექნოლოგიის საკუთარ საჭიროებებზე მორგებას ისახავს.
ცხადია, ეს პროცესი Nvidia-სთვის პოტენციურ საფრთხეს ქმნის, რადგან კომპანია შემოსავლის 50%-ზე მეტს სწორედ მსხვილი კლიენტებისგან იღებს. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა შეფასებით, კლიენტების მოთხოვნის გათვალისწინებით, მსხვილი კორპორაციები Nvidia-ს ჩიპების შესყიდვას მომავალშიც გააგრძელებენ, რადგან მისი პროდუქტების სრულად ჩანაცვლება ამ ეტაპზე ფიზიკურად შეუძლებელია.
























