ქონების გადასახადთან დაკავშირებით მიდგომა იცვლება. არსებული წლიური შემოსავლის 40 000-ლარიანი ზღვარი, რომლის მიხედვითაც ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის გადახდა უწევთ, სავარაუდოდ შეიცვლება, თუმცა რა კრიტერიუმებს დაექვემდებარება იგი, ჯერჯერობით უცნობია.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ BMG-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ შესაძლოა ახალი რეფორმის მიხედვით, ქონების გადასახადი დამოკიდებული იყოს იმ ფართზე, რომელიც კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს ექნებათ. როგორ ფასდება და ვის შეიძლება შეეხოს ცვლილებები?