მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითვალისწინებს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები მეფრინველეობის სფეროში

რას ითვალისწინებს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები მეფრინველეობის სფეროში
06.06.24 16:16
342

5 ივნისს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, ადგილობრივი კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა თემაზე: „ნედლი და მზა ფრინველის პროდუქტების სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება“. კონფერენციას სპეციალურად ამ დღისთვის აშშ-დან მოწვეული ექსპერტი/ლექტორი, ბატონი ამიტ მორეი უძღვებოდა.

სემინარზე ისაუბრეს უსაფრთხოების სტანდარტებთან მიმართებაში არსებულ ზოგად მიდგომებზე. მოწვეულმა ექსპერტმა ხაზის გაუსვა ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა სალმონელა, ლისტერია და აუდიტორიას ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოყენებული მიდგომები გააცნო.

„დღევანდელი სემინარი ეხებოდა კვების უსაფრთხოებისა და უმი ფრინველის ხორცის დამუშავების სტანდარტებს. არასათანადო დამუშავების შემთხვევაში, წარმოება შეიძლება დადგეს სალმონელასა და ლისტერიის ბაქტერიის გავრცელების საფრთხის წინაშე, აღნიშნულმა პათოგენებმა კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. დღეს შევეხეთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა დამუშავების ეტაპები, ლოკაციები, სადაც შესაძლოა, პათოგენებისა და პროდუქტის კონტაქტი მოხდეს“ - განაცხადა, პროფესორმა ამიტ მორეიმ.

შეხვედრის მსვლელობისას, განიხილეს ხორცის შეფუთვის უახლესი მიდგომები და დაასახელეს ის თანამედროვე დანადგარები, რომელთა გამოყენებაც აშშ-ში წარმატებით ხორციელდება.

„ჩემი დაკვირვებით მეფრინველეობის ინდუსტრია საქართველოში ძალიან განვითარებულია, თუმცა ამერიკული გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის და გარკვეული საკითხების უფრო სიღრმისეული განხილვა, ასევე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ვფიქრობ, მათ სამომავალო განვითარებასა და საქართველოში კვების უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებაზე პოზიტიურად აისახება,“ - აღნიშნა ექსპერტმა.

ღონისძიება აშშ-ს ფრინველისა და კვერცხის ექსპორტის საბჭო (USAPEEC) ორგანიზებით მოეწყო.

აშშ-ს ფრინველისა და კვერცხის ექსპორტის საბჭო (USAPEEC) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანს აღნიშნული მიმართულებით საზოგადოების ინფორმირება და მთელ მსოფლიოში მეფრინველეობის პროდუქტებზე მოთხოვნის გაზრდა წარმოადგენს. USAPEEC მსოფლიოს მასშტაბით, პოპულარიზაციას უწევს მხოლოდ იმ ამერიკულ ბრენდებს/პროდუქტებს, რომელიც დამტკიცებულია სურსათის უვნებლობისა და აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სამსახურის (FSIS) მიერ.

„ჩვენი ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს ამერიკული ქათმის ხორცის პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით. საქართველო ამ ეტაპზე ცენტარალური აზიის ქვეყნებისთვის

გარკვეულ ჰაბად ჩამოყალიბდა, რაც აადვილებს სხვადასხვა ქვეყანაში პროდუქციის მიწოდებას. გვაქვს ინფორმაცია ჩვენი ქართველი პარტნიორებისგან, რომ ისინი მზად არიან გაზარდონ საკუთარი წარმოება და დაიწყონ ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში. ჩვენი მხრიდან, არის სურვილი დავეხმაროთ მათ წარმოების გაზრდაში და ამერიკელი მომწოდებლებისა და სავაჭრო პარტნიორების მოძიებაში,“ - აღნიშნა USAPEEC-ის წარმომადგენელმა, ენდრიუ ჰალალმა.

ღონისძიების მეორე დღეს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და კომპანიებს საშუალება ჰქონდათ ინდივიდუალურად შეხვედროდნენ მოწვეულ პროფესორს და განეხილათ საკუთარი ქეისები, კონკრეტული გამოწვევები. შედეგად, მხარეებმა დასახეს ეფექტიანი გადაწყვეტის გზები და განიხილეს ის პროცესები, რომელთა ეტაპობრივი გამოუმჯობესების შესაძლებლობაც გააჩნია კონკრეტულ ორგანიზაციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები