მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითხოვს 200-მდე ტყიბულელი მაღაროელი და რაზე არ თანხმდება ინვესტორი

5e70d8d9bf5fb
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.20 18:24
1290
ტყიბულში, ძიძიგურის მაღაროში დასაქმებული 200-მდე ადამიანი 5 დღეა გაფიცულია. მიზეზი, როგორც თავად მაღაროელები ამბობენ, „საქნახშირის“ ახალი მფლობელი კომპანიის „ქოლ ოფ ჯორჯიას“კომპანიის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებებია.

BM.GE-ი მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფის წევრ რუსლან ბუცხრიკიძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ კომპანია არ ასრულებს იმ შეთანხმებას, რაც მიღწეულ იქნა გასულ კვირას ორ მხარეს შორის. მისი ინფორმაციით, კომპანიის მხრიდან სიტყვიერი დასტური იყო მათი მოთხოვნების შესრულებაზე, ხოლო რაც შეეხება ხელფასის ანაზღაურებას, ამაზე კომპანიამ დოკუმენტურად ხელმოწერილი დასტური გადასცა, თუმცა შემდგომში ეს გადაწყვეტილებაც შეცვალა.

„ამ წუთებში ჩვენი მოთხოვნები არის თებერვლის თვეში კომპანიის მიზეზით მოცდენილი დღეების ანაზღაურება, რომელიც ამჟამადაც არ არის დარიცხული. წინა კვირის შემდეგ გავიფიცეთ და ჩვენს მოთხოვნებში ამ გაცდენილი დღეების ანაზღაურების მოთხოვნაც შევა.

გასული კვირის ბოლოს, პარასკევს ჩვენ ვიყავით მეორე სმენა; იმ დღეს პირველმა სმენამ უარი განაცხადა მაღაროში ჩასვლაზე, რადგან კომპანიამ განაცხადა, რომ ისინი არ აანაზღაურებდნენ გაცდენილი დღეების ხელფასს, მხოლოდ სამი დღისას ავანაზღაურებთ, დანარჩენ გაცდენილ დღეებს შვებულების ხარჯიდან აგინაზღაურებთო, რაზეც ჩვენ უარი განვაცხადეთ; როდესაც ხალხი ახმაურდა და აღარ წავიდა შახტში, გარდა ხელფასის დარიცხვისა, კომპანიას ჩვენ ჩვენი მოთხოვნები დავუყენეთ, კერძოდ, ის, რომ 2020 წლის 31 მაისამდე დასრულდებოდა სარემონტო სამუშაოები ძიძიგურის შახტში და დავბრუნდებოდით, ასევ იყო საუბარი მესამე სმენის ხალხზე, რომელმაც სოლიდარობა გამოგვიცხადა და თებერვლის თვეში ამის გამო გააცდინეს სამსახური და იყო კიდევ სხვადასხვა მოთხოვნები, რასაც არ ჩავუღრმავდები. ამის შემდეგ კომპანიამ  დოკუმენტურად დადასტურებული თანხმობა განაცხადა, რომ დარიცხავდა მხოლოდ ხელფასს და არავითარ შემთხვევაში სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ხელს არ მოაწერდა, ხოლო სიტყვიერი დაპირება იყო იმაზეც, რომ დანარჩენ მოთხოვნასაც შეასრულებდნენ“, - გამარტავს რუსლან ბუცხრიკიძე.

მაღაროელი მინდელის შახტიდან ძიძიგურის შახტამდე მისასვლელ გვირაბში არსებულ საფრთხის შემცველ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საინიციატივო ჯგუფი, მიუხედავად იქ არსებული მდგომარეობისა, ამ მოთხოვნას კომპანიის წინაშე არ აყენებს. 

„ამასთან, ჩვენ ყოველდღიურად გვიწევდა მინდელის შახტიდან გვირაბით ძიძიგურის შახტში გადასვლა, სადაც მავნე აირების დაგროვების გამო მოიწამლა 5 ადამიანი და ჩვენ შეგნებულად არ დავაყენეთ მოთხოვნებში უსაფრთხოების ნორმების აღმოფხვრა და შეგნებულად არ დავსვით ის საკითხი, რომ მაღაროში არის გაუსაძლისი მდგომარეობა და არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული",  - ამბობს მაღაროელი.

ამ ეტაპზე მაღაროელები კომპანიისგან 3-4 დღის გაცდენილი დღეების სრულად ანაზღაურებას ითხოვენ. როგორც რუსლან ბუცხრიკიძე ამბობს, ისინი მოთხოვნების შესრულებამდე მოპოვებითი სამუშაობის განახლებას არ აპირებენ.

„ამ ეტაპისთვის საინიციატივო ჯგუფს კომპანიასთან არაინარი კომუნიკაცია არ აქვს, რადგან ამაზე უარს კომპანია აცხადებს. თუ კომპანია იმ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, რა მოთხოვნებიც ახლა უკვე ხელფასთან ერთად გვაქვს, რომლის შესრულებასაც კომპანია მხოლოდ სიტყვიერად ადასტურებს, მაგრამ დოკუმენტალურად არ დაგვისაბუთებს იმას, რასაც ჩვენ მოვითხოვთ, მანამდე ვაგრძელებთ გაფიცვას. 200-ზე მეტი მაღაროელი ვართ ძიძიგურის შახტში დასაქმებულები.

რა ინფორმაციაც ჩვენამდე მოდის არის ის, რომ კომპანია არ აპირებს არაფრის დათმობას და უკან არ დაიხევს“, - უთხრა BM.GE-ის მაღაროელმა.

ცნობისთვის: bm.ge ინვესტორ კომპანიასთანაც ცდილობს დაკავშირებას და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები