ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო კამპანიის დაწყებიდან თითქმის 8 თვე გავიდა. უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის, განადგურებული სამხედრო ინფრასტრუქტურისა და მილიარდობით დოლარის დახარჯვის მიუხედავად, ომი კვლავ გრძელდება, ხოლო გლობალური ეკონომიკა ჰორმუზის სრუტის პარალიზების გამო მძიმე ენერგეტიკულ კრიზისშია. მიაღწია თუ არა დონალდ ტრამპმა დასახულ სტრატეგიულ მიზნებს, რატომ ვერ მოხერხდა რეჟიმის დამხობა და რატომ იქცა ეს სამხედრო ოპერაცია ვაშინგტონისთვის უმძიმეს გეოპოლიტიკურ გამოწვევად?






























