„რას მიიღებს საქართველო აშშ-თან, სამხრეთ კორეასთან და ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით?“ – ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ახალი კვლევა წარადგინა, რომლის მიხედვითაც სამივე ქვეყანასთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა დამატებით 0.28%-ით გაიზრდება, მოქალაქეები კი მეტ სარგებელს მიიღებენ. აისეტში აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით პოზიტიური გავლენა სერვისებით ვაჭრობას ექნება და თან ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველომ მოლაპარაკებები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ფარგლებში უნდა დაიწყოს, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, ქვეყანას ვაჭრობა ისედაც გაერთიანების პირობებით მოუწევს.