დღეს და ხვალ ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერები გაფართოების პოლიტიკას განიხილავენ. 27 ქვეყნის ლიდერმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამისათვის კი 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
თუმცა ამ დროისთვის უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ღიად ეწინააღმდეგება უნგრეთი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, „უკრაინა ახლა ევროკავშირისგან ძალიან შორსაა“. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რას მოგვცემს სტატუსი?
სტუმარი: კორნელი კაკაჩია - „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი;