მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას მოიცავს აშშ-უკრაინის მინერალების შეთანხმების ახალი ვერსია?

ზელენსკი და ტრამპი

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მინერალების შეთანხმების პირობები შეიცვალა. როგორც ცნობილია, ამერიკის მთავრობამ შეთანხმების ახალი ვერსია მოამზადა, რომელიც წინამორბედთან შედარებით გაცილებით ვრცელი და დეტალურია.

Reuters-ის ინფორმაციით, ახალი ვერსია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს არ ითვალისწინებს, არც სამხედრო და არც ფინანსურ დონეზე.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია ერთიანი საინვესტიციო ფონდის შექმნაზე, რომელიც დაფინანსებული იქნება უკრაინული სამთო-მოპოვებითი სექტორის საქმიანობით და ამერიკული კომპანიების კონტრიბუციით.

ასევე, დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი იმ ტერიტორიების და საბადოების სია, რომელთაც ამერიკული კომპანიები გადაიბარებენ და რესურსების მოპოვებისათვის გამოიყენებენ.

თეთრი სახლის განცხადებით, დოკუმენტის ის ვერსია, რომელიც მედიაში გავრცელდა, მუდმივად იცვლება, ამიტომ სანამ შეთანხმება ოფიციალურად არ გაფორმდება, ტრამპის ადმინისტრაცია მასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები