ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ ჯეფ ბეზოსის Blue Origin-თან $190-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმების ფარგლებში, ბეზოსის კომპანია Blue Moon MK1-ის რაკეტით NASA-ს მთავარეზე მავალ VIPER-ს დედამიწის თანამგზავრის სამხრეთ პოლუსამდე ჩაიტანს. აღსანიშნავია, რომ VIPER-ის გაშვება 2024 წელსაც იგეგმებოდა, თუმცა მთვარეზე მავალის აგება დროულად ვერ მოესწრო.
თავად VIPER-ის ზომა ერთი გოლფის კორტის ტოლია. მისი დანიშნულება მთვარის სამხრეთ პოლუსზე არსებული დიდი კრატერის გამოკვლევა და იქ გაყინული წყლის აღმოჩენა იქნება. მთვარეზე მავალი მოწყობილობა ზედაპირის საბურღი დანადგარით იქნება აღჭურვილი.
თავად Blue Origin-ისთვის NASA-სთან მსგავსი მასშტაბის შეთანხმების დადება რეპუტაციულად უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. როგორც ცნობილია, აქამდე ამერიკის კოსმოსური სააგენტო პროექტების უდიდეს ნაწილს ილონ მასკის SpaceX-თან ერთად ახორციელებდა. ისეთი მნიშვნელოვანი ოპერაცია კი, რასაც მთვარეზე მავალის თანამგზავრის სამხრეთ პოლუსამდე ჩატანა ჰქვია, სწორედ ჯეფ ბეზოსის კომპანიას დაევალა.




























