მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას მოიცავს ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები

ბრიტანული ნავთობი

ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამჯერად, ქვეყანამ მიზანში 8 პირი და 3 ორგანიზაცია ამოიღო. როგორც ოფიციალური ლონდონი აცხადებს, ეკონომიკური და სავიზო შეზღუდვები შეეხებათ მათ, ვინც ომის დაწყების პერიოდში უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით დეპორტაციასა და მილიტარიზაციაში იყვნენ ჩართულნი.

არსებული ინფორმაციით, სასანქციო სიაში რამდენიმე რუსი მსახიობი მოექცა. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული პირები გატაცებული ბავშვებისთვის იდენტობის ამოშლას ცდილობდნენ. ამ მიზნით კი ისინი რუსულენოვან სასწავლო პროგრამებს იყენებდნენ.

ბრიტანეთის სპეც.სამსახურების ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა უკრაინიდან 19,500 ბავშვი გაიტაცა. მათგან 6,000 კრემლის მიერ მართულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათავსეს. მიზანი კი არასრულწლოვნებში ეროვნული ცნობიერების გაქრობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები