ამერიკულმა ფარმაგოლოგიურმა გიგანტმა, Eli Lilly-მ სტარტაპ Seamless Therapeutics-თან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულება 1.12 მილიარდ დოლარს აღწევს.
Seamless Therapeutics-ი სპეციალიზებულია რეკომბინაზების გამოყენებაზე, რომლებიც საშუალებას იძლევიან უჯრედის შიგნით დნმ-ის დიდი სეგმენტები მაღალი სიზუსტით ჩაიწერონ, ამოჭრან ან შეიცვალონ.
Eli Lilly-ის განცხადებით, კომპანიას გენური თერაპიის მიმართულებით განვითარება სურს, ამიტომ ის ამ ტიპის სტარტაპებში ინვესტირებას აგრძელებს.
ექსპერტების შეფასებით, Seamless-ის ტექნოლოგია უფრო უსაფრთხო და ზუსტია, ვიდრე ტრადიციული მეთოდი, რადგან ის ნაკლებად იწვევს დნმ-ის არაპროგნოზირებად დაზიანებას და მუტაციას.



























