ამერიკულმა ტექგიგანტმა Microsoft-მა ავსტრალიურ კომპანია IREN-თან 5-წლიანი გარიგება გააფორმა, რომლის მოცულობაც $9.7 მილიარდი დოლარია და გათვლილია Microsoft-ის AI ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე კონტინენტ-სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
შეთანხმების თანახმად, ამერიკული კომპანია IREN-ის DATA ცენტრებზე მიიღებს წვდომას, რომლებიც Nvidia-ს შემდეგი თაობის GB300 ჩიპებით არის აღჭურვილი. შესაბამისად, ტექ-გიგანტს ავსტრალიაში ახალი DATA ცენტრების აგება და დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ ხელმოწერილი კონტრაქტი Microsoft-ს $9.7 მილიარდის 20%-ის IREN-ისთვის გადახდას წინსწრებით ავალდებულებს. ეს თანხა ავსტრალიურმა კომპანიამ 2026 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. IREN-ში გარიგების მოგებიანობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ Microsoft-ის მიერ მათი მონაცემთა ცენტრების შესაძლებლობების მეათედის გამოყენებით კომპანია იმაზე მეტ შემოსავალს ნახავს, ვიდრე სხვა მსხვილი დამკვეთებისგან იღებს.
ცხადია, კონტრაქტი მხოლოდ IREN-ისთვის არ არის მოგებიანი. Microsoft-ს ავსტრალიაში დამოუკიდებელ ქლაუდ-ინფრასტრუქტურაზე ექნება წვდომა, რაც ამერიკულ DATA ცენტრებზე დაწოლას შეამცირებს, დისნეის, მელბურნისა თუ სხვა ქალაქების მცხოვრებლები კი სერვისს უფრო უხარვეზოდ და დროულად მიიღებენ.




























