ნახევარგამტარების მწარმოებელმა კორეულმა გიგანტებმა: Samsung Electronics-მა და SK Hynix-მა მსოფლიოს უმსხვილეს სტარტაპთან, OpenAI-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს.
პარტნიორობის ფარგლებში, კორეული კომპანიები OpenAI-სთვის Data-ცენტრებს განავითარებენ და სტარტაპს ChatGPT-ის ოპერირებისათვის საჭირო კომპიუტერულ სიმძლავრეს მიაწვდიან.
როგორც ამ ეტაპზე ცნობილია, OpenAI ახალი თაობის პროცესორებს, მეხსიერების ბარათებს და გამომთვლელ მანქანებს მიიღებს. სანაცვლოდ, Samsung-ი და SK Hynix-ი მრავალი მილიარდის შემოსავლის მიღებას შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ პარტნიორობის შესახებ სიახლე ინვესტორებმა განსაკუთრებით პოზიტიურად მიიღეს: Samsung-ის შეფასება 3.5%-ით, ხოლო SK Hynix-ის კაპიტალიზაცია თითქმის 10%-ით გაიზარდა.




























