OpenAI-მ კიდევ ერთი დიდი შეთანხმება გააფორმა – კომპანიამ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი დადო სტარტაპ Cerebras-თან, რომელიც ბაზარზე NVIDIA-ს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად ითვლება.
აღნიშნული გარიგება მიზნად ისახავს OpenAI-სთვის საჭირო გამოთვლითი სიმძლავრეების უზრუნველყოფას, რაც აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის მოდელების შემდგომი განვითარებისა და დახვეწისთვის.
Cerebras-ი ცნობილია ინოვაციური მიდგომით ჩიპების წარმოების პროცესში. კერძოდ, კომპანიამ შექმნა მსოფლიოში ყველაზე დიდი პროცესორი, რომელიც ტრადიციული ჩიპებისგან განსხვავებით, მთლიან სილიკონის ფირფიტას იკავებს. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, მონაცემები გაცილებით სწრაფად დამუშავდეს, ვიდრე ეს NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორების შემთხვევაშია შესაძლებელი.
კომპანიის განცხადებით, OpenAI გეგმავს მასშტაბური ინფრასტრუქტურის აშენებას, რომელიც მომავალში კიდევ უფრო მძლავრი მოდელების, მათ შორის GPT-6-ის მხარდაჭერას შეძლებს ამ პროცესში კი Cerebras-ს საკვანძო როლი ექნება.




























