მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას მოიცავს Pfizer-ის და თეთრი სახლის შეთანხმება?

3sbio

ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა, Pfizer-მა აშშ-ის თეთრ სახლთან შეთანხმების მიღწევა შეძლო.

გარიგების ფარგლებში, კომპანია ამერიკის ბაზრისთვის შედარებით იაფად შეძლებს წამლების მიწოდებას, რადგან ის პრეპარატების ნაწილის ურეცეპტოდ გაყიდვის უფლებას მიიღებს.

გარდა ამისა, ქვეყანაში დაგეგმილი $70-მილიარდიანი ინვესტიციის სანაცვლოდ, Pfizer-ი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისგან საგადასახადო შეღავათებს მიიღებს, რაც კომპანიას ფასების უფრო მეტად შემცირების საშუალებას მისცემს.

რაც მთავარია, შეთანხმების ფარგლებში, კომპანია მომდევნო 3 წლის განმავლობაში საიმპორტო ტარიფისგან გათავისუფლდება, რაც მას სახელმწიფო პროგრამის მიღმა დარჩენილი წამლების გაიაფების საშუალებასაც მისცემს.

საერთო ჯამში, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პროდუქციის გაიაფების მიუხედავად, Pfizer-ს იმდენად დიდი რაოდენობის პრეპარატების გაყიდვა შეეძლება, რომ ის შემოსავლების დაბალანსებას მაინც შეძლებს და გარიგებით მეტ სარგებელს მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები