ამერიკული საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტმა, Tesla-მ ტექნოლოგიური სფეროს მსოფლიო ლიდერთან, Samsung-თან $16.5-მილიარდიანი გარიგება გააფორმა.
შეთანხმების ფარგლებში, სამხრეთ-კორეული კომპანია ტეხასში მდებარე საწარმოში შემდეგი თაობის A16 ჩიპების წარმოებას სპეციალურად Tesla-სთვის დაიწყებს. კონტრაქტის თანახმად, თანამშრომლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება და 2033 წლამდე გაგრძელდება. Samsung-ის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი კერძო კონტრაქტია და, გავრცელებული ინფორმაციით, მისი მოცულობა კომპანიის 2024 წლის შემოსავლის 7.6%-ის ტოლფასია.
რაც შეეხება A16 ჩიპების შეძენის მიზანს, Tesla-ს დამფუძნებელს მათი გამოყენება სრულად თვითმართვადი ავტომობილების, რობოტი Optimus-ის და Dojo AI-ს სუპერკომპიუტერის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად სურს. გარიგების გაფორმებას ილონ მასკიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ $16.5-მილიარდიანი გარიგება ჯერ კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც კომპანია ტექნოლოგიური სფეროს განვითარებისთვის დახარჯავს.




























