მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოუტანს საგადასახადო ცვლილებები IT სექტორს? - “სინტაქსის” დირექტორის თვალსაზრისი

5f80753e39954
ლიკა გურაბანიძე
09.10.20 21:50
1014

“საშემოსავლო და მოგების გადასახადის ხარჯი კომპანიისთვის პირდაპირი ხარჯებია და ამ თანხების დაზოგვა მათ ისევ განვითარებაში დაეხმარება.” - ამის შესახებ “სინტაქსის” აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე მახარაძემ “საქმიან დილაში” მთავრობის ინიციატივაზე განაცხადა, რომელიც IT და საზღვაო ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების მინიჭებას გულისხმობს.

კერძოდ, გუშინ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. პრემიერის თქმით, შეღავათები ითვალისწინებს როგორც საშემოსავლო, ისე - მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირებას.

სალომე მახარაძის თქმით, ამ გადაწყვეტილების მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში IT ბიზნესი განვითარდეს.

“საქართველოში IT ბიზნესი უნდა განვითარდეს, იქნება ეს რეზიდენტის თუ არარეზიდენტის, ასევე მცირე თუ საშუალო ბიზნესი. რეზიდენტსაც უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ბიზნესი განავითაროს.
რა თქმა უნდა, ქვეყანაში არარეზიდენტების კომპანიების შემოსვლა სახელმწიფოსთვის ძალიან კარგია, თუმცა შესაძლოა აქაური, ქართული კომპანიებისთვის ეს დამატებით კონკურენციად ჩაითვალოს.

მცირე ბიზნესებს დახმარება სჭირდებათ, რომ განვითარდნენ. დიდი კომპანიები ამ სტატუსს ისედაც მიიღებენ. ასევე იმისათვის, რომ IT სექტორი საქართველოს ბაზარზე განვითარდეს მას, დაფინანსება სჭირდება და იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდეს.

ის შეღავათები, რაც სახელმწიფოს მიერ დაწესდება, კომპანიებს უკან საკმაოდ დიდი თანხის ჩაბრუნების საშუალებას მისცემს.” - განაცხადა მახარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები