მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას საქმიანობის 2 წლის წინ შექმნილი „კურორტების განვითარების სააგენტო“? - კობახიძის ანგარიში

კურორტების განვითარების სააგენტო

ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშში, რომლითაც ის პარლამენტში 28 ივნისს წარდგენა საქართველოში კურორტების განვითარებასა და ამ მიზნით 2022 წლის ივნისში შექმნილი კურორტების განვითარების სააგენტოს საქმიანობაზეც არის საუბარია.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტო USAID-სთან ერთად მუშაობს „საკურორტო საქმიანობის“ შესახებ საქართველოს კანონპროექტის მომზადებაზე.

ამასთან, დაფუძნებიდან დღემდე ანგარიშის მიხედვით, კურორტების მდგრადი განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, საერთაშორისო ბაზარზე სწორი პოზიციონირებისა და ქვეყნისთვის ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მისაღებად, 10 საკურორტო ადგილის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა მომზადდა.

რაც შეეხება გეგმას, კურორტების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების დარგის განვითარების 2025 − 2030 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც იქნება კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების გზამკვლევი დოკუმენტი.

„2024 წლის 22-23 აპრილს, სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტოსა და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და თანაორგანიზებით, კურორტ „წყალტუბოში“ ჩატარდა ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის (EHTTA) გენერალური ასამბლეა და ევროპის თერმული მემკვიდრეობისა და ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია. ღონისძიებებში EHTTA-ს 30-მდე საერთაშორისო წევრი, მათ შორის, ევროპის თერმული ქალაქის მერები იღებდნენ მონაწილეობას“, - ნათქვამია ანგარიშში.

კურორტების განვითარების სააგენტომ, დაარსებიდან წელიწად-ნახევრის მანძილზე, 300-ზე მეტი კურორტი, საკურორტო და ტურისტულად მიმზიდველი ადგილი მოიკვლია, საიდანაც დივერსიფიცირებული პროდუქტებისა და მრავალფეროვანი განვითარების მიზნით, 60-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის, ბუნებრივი რესურსებით გამორჩეული ადგილი შეარჩია. სააგენტოს ინფორმაციით:

  • სააგენტოს დაკვეთით მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები.
  • სხვა საჯარო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სააგენტო აქტიურად მონაწილეობს საკურორტო ინდუსტრიაში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში, რათა მზარდი ტურისტული ბაზარი მაღალპროფესიული პერსონალით იყოს უზრუნველყოფილი.
  • კურორტების განვითარების სააგენტოს პრიორიტეტი ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაა, რათა საქართველოში ევროპული საკურორტო ინდუსტრიის მარეგულირებელი ჩარჩო ამოქმედდეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში ოფიციალურად 103 კურორტი და 168 საკურორტო ადგილია, რაც მას მსოფლიო რუკაზე ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად აქცევს.

2 წლის წინ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში კიდევ ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი კურორტების განვითარების სააგენტო გაჩნდა. მის ხელმძღვანელად კი ამავე სამინისტროს ქვეშ არსებული „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ყოფილი ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი დაინიშნა. ლევან დავითაშვილი იმ დროისთვის ახალი სსიპ-ის დაფუძნებას იმით ხსნიდა, რომ ქვეყანაში 300-ზე მეტი კურორტის განვითარებისთვის კონკრეტული ადამიანების ჯგუფი სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები