მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას საქმიანობს "ჯანდაცვის ჯგუფის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე?

ნიკოლოზ გამყრელიძე

"ჯანდაცვის ჯგუფის" გენერალური დირექტორის პოსტის დატოვების შემდეგ, მეტი თავისუფლება მაქვს და ისეთ სფეროებში ვაკეთებ ინვესტიციებს, რომლებიც უფრო მასშტაბირებადია, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში "საქმიანი დილა" "ჯანდაცვის ჯგუფის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული სფეროები ქვეყნისთვის საჭიროა გრძელვადიან ვადაში. მაგალითისთვის, "ლელიანი", რომელიც პირველი მაღალი კლასის სახლია იმ ადამიანებისთვის, ვინც ზრუნვას, ინტეგრაციას და ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანადგომას საჭიროებს.

"2 წელია უკვე აქტიურ კორპორაციულ სამსახურს ჩამოვშორდი. მეტი თავისუფლება მაქვს და შესაბამისად, ინვესტიციებს ვაკეთებ ისეთ სფეროებში, რომლებიც უფრო ერთი რომ მასშტაბირებადია, მეორე მხრივ, საჭიროა ქვეყნისთვის გრძელვადიან ვადაში. ერთ-ერთი არის „ლელიანი“, რომელზედაც ადრეც ბევრი მქონდა ნაფიქრი. ბებია იყო ჩემი ინსპირაცია და ამიტომ ვფიქრობდი, რომ საჭირო იყო პარტნიორებს შეგვეერთებინა ძალები და რეზიდენციული სახლი შუახნის და ხანდაზმული ადამიანებისთვის მცხეთაში გაგვეკეთებინა.

ამასთან, დამფუძნებელი ვარ ერთ-ერთი უნივერსიტეტის, „ალტესი“ და კიდევ ერთ ძალიან საინტერესო პროექტს ვაკეთებთ, რომელზედაც ძალიან მალე შეგატყობინებთ. საქმე ეხება სკოლამდელ განათლებას. რაც ძალიან დიდი დეფიციტია ქვეყანაში. შესაბამისად, მის გამოსწორებას ვგეგმავთ, რაზედაც ოფიციალურად მალე გამოვაცხადებთ",- განაცხადა გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები