მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის DRG სისტემის დაფინანსების მოდელის ამოქმედება კლინიკებისთვის?

BM.GE
18.10.22 11:10
634
1-ელი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება. DRG(დი არ ჯი) , მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს. 


სტუმრები: ნინო კიკნაძე - ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი;
ნიკოლოზ ფრუიძე - კლინიკა “კონსილიუმ მედულას” დირექტორი;