მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას შეცვლის საქართველოსა და UAE-ს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება?

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის 10 ოქტომბერს დუბაიში ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა მოაწერეს ხელი. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, შეთანხმება „მყარი საფუძველი იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის“. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოდან ემირატებში ექსპორტისას ტარიფის გარეშე ქართული პროდუქციის 97,5% შევა. საქართველოსთვის გაიხსნება 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალ მსყიდველობითუნარიანი ბაზარი. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს. 

რა გავლენა ექნება შეთანხმებას სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით?

სტუმარი: გვანცა მელაძე - ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;