მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას სთავაზობენ ბიზნესებს Glovo და Quickshipper? - ახალი თანამშრომლობის დეტალები

63a537dc0f9b4
BM.GE
22.12.22 21:45
1268
ხალი ტექნოლოგიების ეპოქამ ონლაინ შოპინგთან მთელი მსოფლიო კიდევ უფრო დაგვაახლოვა. Ამ შესაძლებლობით უკვე 2,14 მილიარდი მომხმარებელი სარგებლობს. Ამ მონაცემებამდე სულ რამდენიმე წლის განმავლობაში მივედით. Დღეს სულ უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი შოპინგობს სახლიდან გაუსვლელად და მაღაზიებში სიარულს ამ გამოცდილებას ამჯობინებენ. Მსგავსი რეალობა, სამწუხაროდ, უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებზე.

Გარდა ამისა, მათ უწევთ გაუმკლავდნენ ინფლაციასა და კომუნალური ფასების ზრდას. Თუმცა, სწორი სტრატეგიებისა და ონლაინ ბრენდინგის ქონის შემთხვევაში, საბაზრო სივრცის გაციფრულება, შეიძლება ძალიან საინტერესო და მომგებიან გამოცდილებად გარდაიქმნას როგორც ბიზნესებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის.

Glovo Business არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას ყველა ზომის ბიზნესისთვის. Glovo Business-ის საშუალებით შეგიძლიათ დაგეგმოთ ამანათის მომხმარებელთან მიწოდება ნებისმიერ დროს. ეს სერვისი განსაკუთრებით მომგებიანი იქნება სხვადასხვა ინდუსტრიის ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. Glovo Business არის საიმედო სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს ამანათების მიწოდებას პირველივე ცდაზე, მომხმარებელთა მომსახურების გასაოცარ გამოცდილებას და პერსონალიზებულ ლაივ მხარდაჭერას.


Glovo Business-ის პარტნიორად გვევლინება ახალი სტარტაპი- Quickshipper, რომელიც კომპანია “ლემონდუს” საკმაოდ საინტერესო წამოწყებაა. Სტარტაპმა უკვე მოიპოვა GITA-ს პროგრამის გრანტი და გახდა 500Georgia 2022 წლის მონაწილე. Აღსანიშნავია, რომ Quickshipper ასევე გახდა META-სა და GENESIS-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის ფინალისტი. Ქუიქშიფერი არის ონლაინ შეკვეთების სამართავი პლატფორმა ბიზნესებისთვის. Იმ შემთხვევაში თუ ობიექტებს აქვთ მიტანის სერვისი, ქვიქშიფერი დაეხმარება მათ კურიერების ოპტიმალურ მართვაში და მარშრუტების დაგეგმვაში. Ხოლო მოცემული სერვისის არ ქონის შემთხვევაში, პლატფორმა სხვადასხვა საკურიერო მომსახურების ბიზნესებს შემოგთავაზებთ.



რესტორნებს, აფთიაქებს, საცალო მოვაჭრეებსა და ონლაინ მაღაზიებს, ასევე მცირე და მიკრო მეწარმეებს, ახლა უკვე შეუძლიათ მიიღონ და დაამუშავონ შეკვეთები ლოჯისტიკაზე ფიქრის გარეშე, რაც განსაკუთრებით დაეხმარებათ საახალწლო და საშობაო სეზონზე. Glovo-სა და QuickShipper-ის პარტნიორობის საშუალებით, ბიზნესს შეუძლია მიწოდების დაგეგმვა ერთი კვირით ადრე, მიწოდების სხვადასხვა სერვისის გამოყენებით: ექსპრეს მიწოდება - ამანათები მიეწოდება მომხმარებელს 2 საათის განმავლობაში და იმავე დღის მიწოდება - ამანათები მიეწოდება მომხმარებელს საკმაოდ შეღავათიან ფასად. Ქუიქშიფერის პლატფორმა თავად დაგეგმავს მარშრუტებს და გადაანაწილებს მისამართებს ისე, რომ კურიერებს მინიმალური მანძილის დაფარვა მოუწიოთ.

Ასევე “ჭკვიანი პროგრამა” დააჯგუფეფს შეკვეთებს, გააერთიანებს ახლომდებარე მისამართებს, ავტომატურად გადასცემს შეკვეთებს კურიერებს, სიახლეებს მიაწვდის მომხმარებელს შეკვეთის მარშრუტთან დაკავშირებითა და ბიზნესებს მისცემს საშუალებას შეაფასონ შეკვეთების ანალიტიკა.



Glovo-სა და QuickShipper-ის საერთო პლატფორმა დაგეხმარებათ როგორც ერთი ადგილიდან მეორეზე გზავნილის მიტანაში, ასევე ამანათების უკან დაბრუნებაში, თუ ამის აუცილებლობა დადგა. კომპანიების ვალდებულება პარტნიორების მიმართ ასევე მოიცავს ერთი ობიექტიდან მრავალ ლოკაციაზე და რამდენიმე ობიექტიდან კონკრეტულ ლოკაციაზე შეკვეთების მიწოდებას.

Საქართველოს ბაზარზე გლოვოსა და ქუიქშიფერის გაერთიანებული ძალები ქმნის იმ უიშვიათეს შეთავაზებას, რომელიც ამდენ სერვისს უყრის თავს ერთ პლატფორმაში.

ქართულ მარკეტზე უამრავ ონლაინ მაღაზიასა და საცალო ვაჭრობის ობიექტს შევხვდებით, თუმცა ბევრი მათგანი არ უზრუნველყოფს ორგანიზებულ
მიწოდების სისტემას, რომელსაც მომხმარებელი ენდობა. რაც, გრძელვადიან ერსპექტივაში, უარყოფითად იმოქმედებს ბიზნეს ოპერაციებზე და არ მისცემს მათ განვითარების საშუალებას. ცხადია, მცირე და საშუალო ბიზნესებს შეიძლება გაუჭირდეთ სანდო კომპანიის პოვნა პარტნიორობისთვის, რადგან საქართველოში Business to Business კულტურა ჯერ კიდევ დასანერგია. თუმცა, Glovo და Quickshipper მზადაა, საქართველოს ბაზარს გზა გაუკვალოს გაუმჯობესებისა და წინსვლისაკენ.

Glovo-ს შესახებ:

Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. აპლიკაცია, ასევე მოიცავს კატეგორიას „ყველაფერს“, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს, საშუალებას აძლევს, შეუკვეთოს ყველაფერი, რაც უნდა. Glovo, 2015 წელს, ბარსელობაში დაარსდა და არის ტექნოლოგიური, ცვლილებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც სამხრეთ ევროპის, ცენტრალურ აზიასა და აფრიკის მასშტაბით, 25 ქვეყნის და 1300-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს. ჩვენი ხედვაა, რომ ყველა ადამიანს, საკუთარ ქალაქში, უნდა ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე, რაც მას სურს.

Glovo-ს შესახებ დამატებითი ნფორმაციისთვის ეწვიეთ:https://business.glovoapp.com/ 


R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები